ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა. აღნიშნული აეროპორტი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ფრენებს ემსახურებოდა, თუმცა დღეიდან მცირე საავიაციო ტურების მოწყობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველებს 6 ორკაციანი და 1 ექვსკაციანი თვითმფრინავი მოემსახურებათ.

აეროპორტის გახსნას კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მედიის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა საჩვენებელი ფრენებიც.

იტვირთბა....