მეორე შვილის გაჩენის შემდეგ პოპ-პრინცესას ბრიტნი სპირსს გაუჭირდა ფორმაში ჩადგომა. გახდომაში და ზედმეტი ათეული კილოგრამის დაკლებაში მას დაეხმარა ექიმ სუზან კლაინერის დიეტა.
ბრიტნი სპირსის დიეტის პრინციპი: ჭამე ყველაფერი, რაც შეიცავს არა მხოლოდ მინიმალურ კალორიებს, არამედ გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს სეროტონინს. ეს არის, მაგალითად, მწვანე ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი ამ მაგნიუმით მდიდარი შავი შოკოლადი, ბანანი და ნიგოზი.
დიეტის ავტორის აზრით, ასეთი რაციონის პირველი კვირის შემდეგ არა მარტო დაიგდებ რამდენიმე კილოს, არამედ იგრძნობ ძალების მოზღვავებას და საგრძნობლად გაიუმჯობესებ განწყობას.
ბრიტნი სპირსის დიეტის პლუსები: გაგიუმჯობესდება განწყობა, დიეტა არ მოითხოვს განსაკუთრებულ შეზღუდვებს და შეგიძლია თავს მისცე უფლება მიირთვა უამრავი გემრიელი კერძი.
ბრიტნი სპირსის დიეტის მინუსები: იმისათვის, რომ დაინახო კონკრეტული შედეგი, მოგიწევს თანდათან შეცვალო შენი ჩვევები და მიდრეკილება კვებაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისდიო დიეტას.
ბრიტნი სპირსის დიეტის მენიუს მაგალითსაუზმე: მიუსლი ახალი ხილით
სადილი: მთელმარცვლოვანი ფუნთუშა ორაგულით და სალათით
ვახშამი: ქათამი ბოსტნეულით
მნიშვნელოვანი რჩევა : არ დაგავიწყდეს ნახშირწყლები, სასარგებლო ცხიმები და ცილები (მაგალითად მუქი ფერის მაკარონი, თევზი, ზეითუნის ზეთი).
სწორედ ამ დიეტის დახმარებით ბრიტნი სპირსმა შეძლო ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ და 10 კგ დაკლება.
pomada.ge

