იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არასამათავრობო ორგანოზაციის წარმოამდგენლებს ემუქრება. მისი თქმით, მან იცის რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდებოდა.
მურუსიძემ არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისკენ მოუწოდა
“აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო. შევთანხმდეთ და შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი. არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ვის უკან, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ა.შ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით რა ხდება”. – განაცხადა მურუსიძემ.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. საიში გვითხრეს, რომ პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებენ.