აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლასთან“ შეტაკების შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლასთან“ შეტაკების შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, მძიმედ დაიჭრა ერთი ჯარისკაცი, ხოლო ერთი რეზერვისტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 30 მარტს, დაახლოებით საღამოს 06:30 საათზე, სამხრეთ ლიბანის დასავლეთ სექტორში ოპერაციების დროს, ნაჰალის სადაზვერვო დანაყოფის ჯარებმა „ჰეზბოლას“ მებრძოლების ჯგუფი შენიშნეს. სამხედროების ცნობით, ჯარისკაცები ახლო მანძილზე ბრძოლაში შევიდნენ „ჰეზბოლას“ წევრებთან. ამასთან, დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისას „ჰეზბოლას“ წევრებმა ჯარისკაცებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ ტანკებით და საჰაერო დარტყმებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს ტერიტორიაზე მყოფი „ჰეზბოლას“ წევრების წინააღმდეგ.

იტვირთბა....