ხელი მოითბო ფარისევლური „ქველმოქმედებით“ – ფული იშოვა და ხელისუფლება მოუნდა?..- ამ განცხადებას, პაატა ბურჭულაძის შესახებ, მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„რა პაატა ბურჭულაძე, რის პაატა ბურჭულაძე – რა რეიტინგი, რის რეიტინგი, ბოლო-ბოლო მომღერალია და, თუ ხმა გაუფუჭდა, დილდილობით უმი კვერცხი ყლაპოს უზმოზე, რომელი პოლიტიკოსი ეგ მყავს, ან რა რეიტინგობის ჭია შეუჩნდა? ხელი მოითბო ფარისევლური „ქველმოქმედებით“ – ფული იშოვა და ხელისუფლება მოუნდა?.. სად იყო მაშინ, მიშას დესპოტიზმი უკანალებს რომ აზანზარებდა, საკუთარ უკანალს გაუფრთხილდა?.. ეს ქვეყანაა თუ სბროდია, ვერ გამიგია, გიჟები ვართ თუ უკვე შიზოფრენიის ზღვარს გავეცალეთ და პათოლოგიური პოლიტიკომანიით შეპყრობა გვჭირს?.. ვის ეკითხებიან და სად ატარებენ გამოკითხვას, ერთი მე მკითხონ, ვინ არის ეს ოპერმუშაკი სააკაშვილის ბნელი ზრავათა წინამორბედ-ხელისუფლებისა?.. ერთი ჯიბიდან გავარდნილი ფასიანი პატრიოტია და, მოდი, ჩავაბაროთ ქვეყანა პაატა ბურჭულაძეს, მერე ვიმღეროთ და ვიმღეროთ არიები… ვაი, ჩვენს გათხელებულ პატრონს უბედურს!..“ – წერს მწერალი.