ოდითგანვე არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მიერ ნაცადი დამოკიდებულება თემაზე რომ გაფუჭებული, დაზიანებული ან მწყობრიდან ასე თუ ისე გამოსული ნივთების სახლში გაჩერება საშიშია.
1 დახეული, ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი – იგი თქვენთან სიახლეების მოსვლას ბლოკავს.
2 დაბზარული ჭურჭელი – ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემებს და სიცივეს იზიდავს.
3 გატეხილი სარკე – ერთ-ერთი საშიში საბუდარია ყოველგვარი სახის ”შავი ენერგეტიკის” დასაფუძნებლად.
4 საჩუქრები, რომელთა მჩუქებელის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაგაჩნიათ. ამიტომ რაც არ უნდა ძვირად ღირებული იყოს ამგვარი ნივთი, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან – საუკეთესო ვარიანტია, გააჩუქოთ ისინი.
5 ნახატები თქვენთვის უცნობი ადამიანების პორტრეტებით – თუკი ტილოზე ასახული ადამიანის შესახებ არაფერი იცით,
სასურველია, ამგვარი ნამუშევარი სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან.
6 ნახატები ცხოველების, ან ნადირობის ამსახველი სცენებით. აგრესიას და კონფლიქტებს იზიდავს სახლში.
7 ნივთები ნეგატიური წარსულით – ყიდვის პროცესში თუ ცუდ განწყობაზე იყავით, იძულებით გაყიდინეს იგი და ა.შ.
8 ნიღბები – ერთობ ნეგატიური ატრიბუტია, ის არღვევს ადამიანში სულიერ წონასწორობას.
9 ანტიკვარული ნივთები გაურკვეველი წარსულით – ბებიის ან დიდი ბებიის დანატოვარი, ნაყიდი ან ნაჩუქარი. სანამ არ იცით ნივთის წარსული აჯობებს მოიშოროთ იგი თავიდან.
10 ავეჯი მახვილი კუთხეებით – ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისინი სივრცეს ”ჭრიან” ნაკუწებად, იწვევენ კონფლიქტებს და ჩხუბს.
11 ე.წ. ”ხვიარას” ტიპის მცენარეები – ეზოთერულად ამგვარი მცენარეები ოჯახში სხვადასხვა ტიპის ავადმყოფობას იზიდავს. ამასთანავე მას მიაწერენ ქალებში შინაბერობისკენ მიდრეკილებას – ”ბედის ჩამკეტის” ფუნქციას.
12 ქვები და კენჭები გაურკვეველი წარმოშობის ადგილებიდან. განსაკუთრებით ნეგატიურია იგი თუ წამოღებულია ნანგრევებიდან, რომელიმე ისტორიული ძეგლის მიდამოებში.
წყარო – cluber.com.ua