საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ფრანგულ რადიო RFI-სთან ინტერვიუზე ჟურნალისტმა მისი ჰობის – ქსოვის შესახებაც დაუსვა კითხვა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქსოვა გამოიყენა მოწევისთვის თავის დანებების მიზნით, „როგორც დრამატული ძალისხმევის ნაწილი“.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „მათ ეს ვერ დაეხმარება“.
ინტერვიუს თარგმანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.