ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლევან მურუსიძე პროკურატურამ დაკითხა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პროკურატურამ დაკითხა. მისი დაკითხვა  მოსამართლეთა შესარჩევი ტესტების შესაძლო გამჟღავნების საქმეს უკავშირდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მურუსიძემ განუცხადა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. როგორც მან განაცხადა, ინფორმაციას არც მიმდინარე გამოძების შესახებ ფლობს და არც იმაზე, დაიკითხნენ თუ არა საბჭოს სხვა წევრები აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გასულ თებერვალში გამოძიება მოსამართლეთა ტესტების შესახებ დაიწყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადაგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

იტვირთბა....