უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ, ბელგოროდის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემები და Telegram არხები ბელგოროდის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებენ.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, გასულ ღამეს ქალაქის დიდი ნაწილი ჩაბნელებულია. გუბერნატორის ცნობით, ასევე დაფიქსირდა წყლისა და გათბობის მიწოდების შეფერხებაც.

