მუქარები ჩვენს ერთიანობას მხოლოდ აძლიერებს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.
ფეზეშქიანი აშშ-ის მხრიდან მუქარებს „სასოწარკვეთილების გამოხატულებას“ უწოდებს.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა ქვეყნის წინააღმდეგობის უნარს ვერ შეასუსტებს.
„ირანის რუკიდან წაშლის ილუზია აჩვენებს სასოწარკვეთილებას იმ ერის წინაშე, რომელსაც ისტორიის შექმნა შეუძლია. მუქარა და ტერორი ჩვენს ერთიანობას მხოლოდ აძლიერებს“, – წერს ფეზეშქიანი.
ამასთან, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა ქვეყნისთვის, მათ გარდა, ვინც ირანის სუვერენიტეტს არღვევს.
როგორც ფეზეშქიანი აცხადებს, ირანი მზადაა, მკაცრი პასუხი გასცეს ნებისმიერ საფრთხეს.

