ახალი ამბები მთავარი

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ორდღიანი შეზღუდვის შემდეგ გზა დღეს დილით გაიხსნა. გზის გაფართოვების მიზნით თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 60 ტონიანი ლითონის კონსტრუქციები დამონტაჟდა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

იტვირთბა....