ახალი ამბები ბიზნესი მთავარი სამართალი

რა სახის გარიგება შედგა მინისტრსა და RMG Gold-ის წარმომადგენელს შორის

 

“საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი”-ს ინფორმაციით,  ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის კორუფციული გარიგების შედეგად, RMG Gold-ში კახა ჟღენტი დაინიშნა, რასაც ეკონომიკის სამინისტრო არ ადასტურებს.

“საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ  2016  წლის იანვარში დიმიტრი ქუმსიშვილი RMG Gold-ის წარმომადგენელს, დიმიტრი ტროიცკის შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ შეთანხმდა, რომ RMG-ში მუშაობას დაიწყებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის ქმარი, კახაბერ ჟღენტი.

ირაკლი მამალაძის თქმით, კახაბერ ჟღენტისთვის კომპანიაში სპეციალურად შეიქმნა კორპორაციული დირექტორის თანამდებობა. მამალაძე ამბობს, რომ ჟღენტის მიზანია, მართოს სახელისუფლებო სტრუქტურებში დაწესებული იმ პირების შემოსავლები, რომლებიც ფარულად ფლობენ წილებს RMG-ში:

“ეს ადამიანი არის ბატონ ქუმსიშვილთან დაახლოებული პირი. მან პირდაპირ ჩასვა თავისი კადრი ამ კომპანიაში. ის, რომ საყდრისი აფეთქდა დიდი კორუფციული გარიგების შედეგად, იყო იმისკენ მიმართული, რომ ფინანსები მიეღოთ კონკრეტულ ადამიანებს“ – აცხადებს მამალაძე.

იტვირთბა....