დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმის ხმაურიანად გრძელდება. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამ მკვლელობაში ბრალდებულები წარსულში სხვა დანაშაულშიც არიან მხილებულნი. მათ შორის საუბარია, რომ ისინი, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ გახმაურებულ ზუბადალაშვილების საქმეშიც მონაწილეობდნენ.
ბრალი წარდგენილი აქვს გიორგი ყუფარაძეს და ვასილ გოშაძეს. გოშაძე დაკავებულია, ხოლო ყუფარაძე ქვეყნიდან გაქცეულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.
კურიერის ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე 2008 წელს სვანეთის უბანში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ფიგურირებს, როდესაც ყუფარაძემ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე თანხის გამო მოკლა.
ვასილ გოშაძე კი, პარლამენტის წევრის ზუბადალაშვილის შვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა.
ვასილ გოშიძისა და გიორგი ყუფარაძის თანამესაკნე ვასილ ჭუმბურიძე კურიერთან ამ პირების ციხიდან გამოსვლის დეტალებს ყვება და ამბობს, რომ ამ პირებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის ამნისტიის შედეგად დატოვეს.
„ყუფარაძე იყო მსჯავრდებული რომელიც იხდიდა სასჯელს ორი თათრის მკვლელობაზე. თუ არ ვცდები 100 დოლარის გულისთვის. მერე დააბეტონა და შემდეგ გაიგეს მისი ამბავი. მეორე გოშაძე იყო ბანკის ყაჩაღობაზე. ამათმა გაიცნეს ერთმანეთი საკანში. 27-წლიანი სასჯელი ჰქონდა გოშაძეს, 25 წელი ყუფარაძეს. მათ ამნისტიის საფუძველზე დატოვეს ციხე,“ – ამბობს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირი ვასილ ჭუმბურიძე.