ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შალვა რამიშვილის სკანდალური განცხადება

შალვა რამიშვილმა „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში მოაწყო შეხვედრა, სადაც ადვოკატთან ერთად წარსდგა. შალვა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე „იმედის“ ნადვილ ხელმძღვანელად ირაკლი რუხაძე დაასახელა, ხოლო ინგა გრიგოლიას ბოდიში  მოუხადა, რომ „რეაქციის“ დახურვის დროს მის გვერდით არ იყო. მან ადვოკატთან ერთად „იმედის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ბახტაძე, ირაკლი რუხაძესთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო ორ ქმედებაში დაადანაშაულა.

შალვა რამიშვილი: ორი კვირის წინ ვსაუბრობდი თათია სამხარაძესთან და ჩემთან დაკავშირებულ ე.წ. სექს-სკანდალზე, რომ მხოლოდ საბაბი იყო, თან -უმნიშვნელო.

გისახელებთ ორ გვარს: გიორგი ბახტაძეს, „იმედის“ ფიქტიური მმართველს და ირაკლი რუხაძეს, რომელიც ნამდვილი მმართველია ამ ტელევიზიისა. მოგიყვებით სისხლის სამართლის დანაშაულის ორ სავარაუდო ამბავს, რომელიც მათ ჩაიდინეს.

ყველას კარგად გახსოვთ ინგა გიროლიას წამოსვლა ამ არხიდან და მე ბოდიშს ვუხდი, რომ მაშინ საკმარისი მხარდაჭერა არ აღმოვუჩინე და ეს ვიწვნიე შემდგომ. მე და თეონა გეგელიას გვხდა ბედნიერება წაგვეყვანა მთავრი პოლიტიკური შოუ არხზე, „სხვა პოლიტიკა“, სადაც მთავარი პროდიუსერი ვიყავი.  2015 წლის დეკემბერს დამიკავშირდა გიორგი ბახტაძე და მთხოვა ეთერში მოგვეწია მურუსიძე და რამდენიმე მოქმედი მოსამართლე, რომლებიც მას დაუსვამდნენ შეკითხვებს. ამის შემდეგ ჩვენ შორის ვაიბერ მიმოწერა შედგა, რომლის აღსრულების ბიუროში დამოწმებულ ასლს გადმოგცემთ. აქ კარგად ჩანს როგორ ახორციელებს ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ თავს, არ მინდა მურუსიძის და ცნობილი მოსამართლეების მოწვევა, რადგან ვეუბნები, რომ  ეს დადგმული სპექტაკლია, ეს გახდება აშკარა და არ მინდა აქ მონაწილეობა. მე ვთავაზობ სხვადასხვა ოპონენტებს, მაგრამ ის დაბეჯითებით მთხოვს მოსამართლეების მოწვევას. მაძლევს მოსამართლეების სიას. ვეუბნები რომ არ აქვთ მათ კრიტიკული კითხვა, ის მპასუხობს, რა კითხვა გინდა და ექნებათ მათ ეს  კრიტიკული კითხვა. ეს ფრიად  უნაური იყო, რადგან ჩანდა, რომ ბახტაძეს ან მოსამართლეებთან ჰქონდა კონტაქტი, ან -მურუსიძესთან. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ უარი ვთქვი, მაგრამ ამის მერე დამირეკა და მითხრა, რომ ეს ეთერი აუცილებლად უნდა შემდგარიყო. ეს გადაცემა საშინლად წარიმართა და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. ეს ამბავი მარტო მე და ბახტაძემ ვიცოდით. ამის მერე ბახტაძეს ვუთხარი, რომ ეს აღარ განმეორებულიყო და ვკითხე, იყო თუ არა ეს ხელისუფლების დავალება. ჩემი არხებით გადავამოწმე და  მურუსიძის და მისი შემადგენლობის გაპიარება ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. ბახტაძემ მითხრა, რომ ეს ტელევიზიის რეალური მმართველის, ირაკლი რუხაძის დავალება და ბრძანება იყო. ვუთხარი, რომ აღარ შევასრულებდი ასეთ დავალებას. გამოხდა ხანი, არჩევნების წინ გარკვეული პოზიციების დაკავებაზე მოხდა საუბარი. აქაც უარი ვთქვი, რამდენიმე დღის მერე, მოდის ბახტაძე და მეუბნება, რომ აქვს ჩემი მაკომპრომიტებელი აუდიო ჩანაწერი, სადაც თათია სამხარაძეზე სექსუალურად ვძალადობ. ახლა ამბობენ, რომ სექსუალური შევიწროვება იყო, თორემ მაშინ ეს შეფასება მისცა ბახტაძემ და ძალადობა სისხლის დანაშაულია და დასჯადია. ბახტაძემ მითხრა, უნდა წავსულიყავი უხმაუროდ ტელევიზიიდან,  თუ არადა, აიტვირთებოდა ეს ჩანაწერი ტელევიზიაში და მოხდებოდა დიდი სკანდალი. მე ქალზე მოძალადე არ ვარ და  ჩემ სიმართლეში დარწმუნებული წავედი პროკურატურაში, შევიტანე ეს განცხადება პირადად, რის შემდეგაც ბახტაძემ მოირბინა და მოიტანა წერილი, სადაც ყველა პროექტი დახურა. „იმედი“ დღემდე არ აცხადებს, რატომ დახურეს ეს გადაცემები. სინამდვილეში ეს ანგარიშსწორება იყო ჩემზე,  რომ რუხაძის პოლიტიკურ ინტერესებს გადავეღობე.

შალვა რამიშვილის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი:  სამართლებრივი შეფასების კუთხით ეს ამბავი შესაძლოა იყოს დანაშაულებრივი ქმედება. აქ საუბარია ჟურნალისტურ საქმიანობაში  ხელისშეშლაზე. წარმოდგენილი არგუმენტები არამხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, დოკუმენტური მტკიცების ტვირთი შექმნილია, რომლითაც შალვა რამიშვილის მონათხრობი დასტურდება. დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ იყო ვაიბერ მიმოწერა, სადაც ხელმძღვანელი გარკვეულ მითითებებს აძლევს, რომელიც შესაძლოა შეფასდეს სამართლებრივად ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლად სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ პოზიციას პროკურატურას განცხადების სახითაც წარვუდგენთ.

ასევე ფარული ჩანაწერების გამოყენება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირისა და პირთა სამსახურის შეწყვეტის მიზნით. ანუ გიორგი ბახტაძემ გამოიყენა ფარული ჩანაწერი, პირის და პირთა სამსახურიდან გაშვების მიზნით. ეს ცალსახად მიიჩნევა მართლსაწინააგმედეგო ქმედებად. ამ მიმართებითაც მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს.

 

იტვირთბა....