ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ჩემს ქმარს პრობლემები აქვს“: აწყურის ქუჩაზე ქალის მკვლელობის დეტალები

აწყურის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.  როგორც უწყებაში  ამბობენ, ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მეზობლების ინფორმაციით, ქალი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ნაქირავებ ბინაში შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობდა.

”რძალი არასრულწლოვანი გოგონაა. მას ჩემთან ვაწყებინებდი მუშაობას, ვასწავლიდი. რამდენიმე დღე იარა, გუშინ კი ქმარმა მოაკითხა და მთხოვა, ცოტა ხნით გამეთავისუფლებინა. გავატანე მაღაზიის ტელეფონი და ვუთხარი, რომ თუ დამჭირდებოდა, დავურეკავდი. დღეს დილით შემოვიდა და ქმრისთვის სიგარეტი იყიდა. ვუთხარი, თუ ჩემთან მუშაობას აპირებ, ვერ იქნება ისე, რომ ყოველ თხოვნაზე წახვიდეთქო და ვთხოვე, თუ არ აპირებ მუშაობას, ტელეფონი დამიბრუნეთქო. მან მითხრა, აუცილებლად მოვალო და დაამატა, ჩემს ქმარს პრობლემები აქვსო“, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ადგილზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა.

შსს-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე   საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  108 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....