ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

ლევან მამალაძე სააკაშვილს ურეკავს, სააკაშვილი ყვირის: „ვინ მისცა მამალაძეს ჩემი ტელეფონი“ (ვიდეო)


.
შევარდნაძისდროინდელი მთავრობის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს და სტატუსს აქვეყნებს. ვიდეოში აღწერილია, როგორ ურეკავს ის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

„სააკაშვილმა ტელეფონი გადაყლაპა თუ მოისროლა, ოდესელებს ეცოდინებათ!

ამასწინათ ინტერვიუ მივეცი უკრაინულ ტელეკომპანიას! ჟურნალისტი შემიჩნდა სააკაშვილს დაურეკე , რას გეტყვის მოგვასმენინეო. სააკას ტელეფონი კიევში ჩემი კავშირების შედეგად მქონდა. დავურეკე და ვუთხარი – “მიშა ლევენი ვარ მამალაძე, თბილისში უნდა ჩავიდეთ და პასუხი უნდა გაგებინო საქართველოს დახლეჩაზე და მილარდობით მითვისებულ თანხებზე რაც ხალხს მოპარე.” სააკამ შეჰყვირა ” ვინ მისცა ტელეფონი მამალაძეს!” მოისროლა თუ გადაეყლაპა ტელეფონი ოდესელებს ეცოდინებათ. მიშა მრავალგზის გამექცა პირდაპირი ეთერიდან, სიმართლის მოსმენას ვერ უძლებს და ფსიქიურ აშლილობას უმძაფრებს. მივმართავ ყველა მედია საშუალებას და ტელევიზიას, იქნებ დაითანხმოთ სააკა პირდაპირ დებატებზე, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს!“ – წერს მამალაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....