გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დღეს, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში, მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს სთხოვდნენ, შეეწყვიტათ გარევაჭრობა და შესულიყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე. ისინი ასევე გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
გარემოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე საკმაოდ ძვირია გადასახადი, მათ ამის საშუალება არ აქვთ და სწორედ ამიტომ დგანან ქუჩაში.
მოგვიანებით კი აქციაზე 4 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დააკავეს.