განათლება ციტატა

,,ერთი ადამიანი უნდა მოდიოდეს ვაკანსიაზე? ეს უაზრობაა – ასევე, როდესაც კობახიძე ამბობს, რომ იურისტები ვერ საქმდებიან თავის პროფესიით, ის თავისი პროფესიით არის დასაქმებული და იურისტის ფუნქციებს ასრულებს თუ სხვა სამსახურში მუშაობს? ” – სიმონ ჯანაშია

უმაღლესი განათლება ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მიმართულებები, სადაც დასაქმება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მოქალაქეების აღზრდა – როდესაც კობახიძე ამბობს, რომ იურისტები ვერ საქმდებიან თავისი პროფესიით, ის თავისი პროფესიით არის დასაქმებული?- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” წევრმა, სიმონ ჯანაშიამ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, განათლების რეფორმის მიზანია, რომ ქვეყანაში განათლებული ადამიანები ცოტანი იყვნენ.

„რაოდენობები, რომლებიც ირაკლი კობახიძემ დაასახელა, მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება, მაგრამ კერძო უნივერსიტეტებს რას უხერხებენ, საერთოდ აუქმებენ, თუ სულ ერთია ბაზრისთვის კერძო უნივერსიტეტები რამდენ ადამიანს მიანიჭებს კვალიფიკაციას? დასაქმების ბაზარი არის უფრო ფართო, ვიდრე მათ გამოიკვლიეს. რასაც ეძახიან კვლევას [ბაზრის კვლევა], არაფერ კავშირშია მიღებულ გადაწყვეტილებებთან. რამდენად ლოგიკურია როცა რა სპეციალობების საჭიროებაც არსებობს, ამ მიმართულებებზე კვოტებს ამცირებ?

ეს ყველაფერი, ბაზრისთვის გახდება პრობლემატური. ლოგიკა, რასაც ეს რეფორმა გულისხმობს არის ის, რომ ვაკანსიისა და დასასაქმებელი პირების რაოდენობა თანაბარი იყოს. ეს უაზრობაა, ერთი ადამიანი უნდა მოდიოდეს ვაკანსიაზე?

უმაღლესი განათლება ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს ისეთი სტრატეგიული მიმართულებები, სადაც დასაქმება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მოქალაქეების აღზრდა.

ირაკლი კობახიძე როდესაც ამბობს, რომ იურისტები ვერ საქმდებიან თავის პროფესიითო, ის თავისი პროფესიით არის დასაქმებული და იურისტის ფუნქციას ასრულებს თუ სხვა სამსახურში მუშაობს?”,- განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

იტვირთბა....