ახალი ამბები განათლება

ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც გადაჭარბებული მოთხოვნა ან დეფიციტია

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შრომის ბაზრის სიღრმისეულმა კვლევამ უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი დისბალანსი გამოავლინა. ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

,,ჩვენმა სიღრმისეულმა კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტის შესვლა შრომის ბაზარზე. ესე იგი, მოთხოვნა არის 678 იურისტზე ყოვეწლიურად მაშინ, როდესაც 3 600 აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2 050 დაახლოებით. ჩვემ პრაქტიკულად, ვწირავდით სტუდენტებს იმისთვის, რომ ისინი გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასდროს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას, რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. 

წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები. აქ აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის ოთხოვნა. საინჟნრო ტექნიკური მიმართულებებით არის უმეტეს შემთხვევაში დაფიქსირებული დეფიციტი. ეს ეხება მშენებლობას ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე დღეს უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიურ-ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი – ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა – ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.

ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე. რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა სხვა პრობლემას ვაწყდებით. რეალურად, იმის გამო, რო კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. 

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები – აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის, დაახლოებით, 5-ჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები. 

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც გვეუბნება, რომ საჭიროა, წესით, 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება. შესაბამისად, 50%-ით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. თუმცა, ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის, “- განაცხადა კობახიძემ. 

იტვირთბა....