თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი დედაქალაქის რაიონების მიხედვით ავრცელებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამასი არაგველის, იორის, ბოროდინის, სართიჭალას, ფაღავას, იზაშვილის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს და ცაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და საყვირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV, VI კვარტლების, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ქავთარაძის, გამრეკელის, თოფურიას და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.