ახალ სატელევიზიო ეთერში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება, „ნანუკას შოუ“ აღარ გავა.
ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სექტემბრიდან სატელევიზიო ეთერს რადიკალურად განსხვავებული გადაცემით, განსხვავებული სტუდიიდან დაუბრუნდება.
„სექტემბრიდან „ნანუკას შოუ“ აღარ იქნება. საერთოდ სხვა გადაცემა იქნება, რადიკალურად განსხვავებული სტუდიით, რადიკალურად განსხვავებული ყველაფრით და წამყვანით. წამყვანი ისევ მე ვიქნები“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.