ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრეივიკმა ნორვეგიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო

მასობრივმა მკვლელმა ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის მთავრობას სასამართლო პროცესი მოუგო. მან მთავრობას ციხეში “არაჰუმანური მოპყრობის” მიზეზით მარტში უჩივლა.

BBC-ის ინფორმაციით, ერთი თვის წინ, სასამართლო მოსმენაზე ბრეივიკმა განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაცია სხვა რადიკალ მემარჯვენე აქტივისტებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა. ის ასევე უკმაყოფილო იყო სამარტოო საკანში ყოფნის, მის მიმართ ბორკილების ხშირი გამოყენების, რეგულარული ჩხრეკვისა და ღამე გაღვიძების გამო.

სასამართლომ ნორვეგიის ხელისუფლებას ბრეივიკის სამართლებრივი ხარჯებისათვის $40,000 დააკისრა.

შეგახსენებთ, ბრეივიკი მემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წლის ივლისში ათობით ახალგაზრდა მოკლა.

ასეთ პირობებში ცხოვრობს ბრივიკი
ასეთ პირობებში ცხოვრობს ბრივიკი
იტვირთბა....