aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი: „თიბისი” მომხმარებელს თაღლითობაზე აფრთხილებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო დროს ფიქსირდება შემთხვევა, როცა მათ კლიენტებს „თიბისი“ ბანკის სახელით ეგზავნებათ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციით, რომ მათი ინტერნეტბანკის ანგარიში დაბლოკილია და აქტივაციისთვის საჭიროა მითითებულ ლინკზე გადასვლა, რომელიც ინტერნეტბანკის ვებგვერდის ასლს (Phishing) წარმოადგენს.

როგორც ბანკში განმარტავენ, აღნიშნულ წერილებს ”თიბისი ბანკთან”კავშირი არ აქვს  და თაღლითური ქმედებაა.

”გთხოვთ, არ გადახვიდეთ მითითებულ მისამართზე და არ შეიყვანოთ თქვენი ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ასევე, გთხოვთ, ინტერნეტბანკში შესვლისას ყოველთვის გადაამოწმოთ, რომ იმყოფებით უსაფრთხო მისამართზე, რომელიც იწყება https://tbconline.ge. თუ თქვენ უკვე შეხვედით თაღლითურ მისამართზე და უკვე შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი პაროლი ინტერნეტბანკში ან დაგვიკავშირდეთ +(995 32) 2 27 27 27”, – ნათქვამია ”თიბისი ბანკის” განცხადებაში.

იტვირთბა....