ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამინდის ხვალინდელი პროგნოზი:  მდინარეებზე წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი

ხვალიდან საქართელოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ვრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი.

„21 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან და 22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი, დროგამოშვებით ქარი გაძლიერდება. 22 აპრილს ჰაერის ტემპერატურა იქნება +10, +15° გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოთოვს. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება

23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....