საზოგადოება

გამოთვალეთ, რა ბედი გელით თქვენი სახლის, ბინის ნომრის მიხედვით

რა ბედისწერას გიმზადებთ სახლის ნომერი რომელშიც ცხოვრობთ? იცით თუ არა, რომ სახლებს საკუთარი ენერგეტიკა და კოსმიური ვიბრაციაა გააჩნიათ? როგორც წესი ნებისმიერი ჩვენგანი თავისთავად იზიდავს მისთვის მნიშვნელოვან საცხოვრებელ ადგილს. ზოგჯერ ეს კარგის მომტანია, ზოგჯერ – ცუდის. თუმცა, ის ცუდიც რაღაცის გასააზრებლად მოდის ცხოვრებაში. მოდით, გადავხედოთ სახლების ნუმეროლოგიას და ერთად გავიგოთ როგორი ციფრების ენერგეტიკული ვიბრაციის ქვეშ ვცხოვრობთ მშობლიურ ოჯახში.
საიმისოდ, რომ სახლის ნუმეროლოგიური ინდექსი დაადგინოთ გთავაზობთ მაგალითს:
გურამიშვილის 23 – 2+3 = 5 სახლის ინდექსი ხუთიანია.

1. ასეთი ინდექსის მქონე სახლში მფლობელებს დამოუკიდებლად მოქმედების მოქმედების სურვილი და თვითრეალიზაციის დიდი ნიჭი გააჩნიათ. ისინი მარტივად და ოსტატურად აღწევენ დასახულ მიზნებს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ოჯახის წევრებს შორის დიდია ეგოიზმის დონე, რაც არაერთი კონფლიქტის მიზეზი ხდება. ლიდერობის სურვილი კი ხშირად დადის სხვების მოთხოვნების დათრგუნვის პრეცენდენტამდე. ნუ განავითარებთ აგრესიას და დიქტატურას ოჯახში. იყავით უფრო დამთმობი და ლოიალური.

2. იდეალური სახლია შეყვარებული წყვილის ან ახალშექმნილი ოჯახის დასაფუძნებლად. ამ სახლის ბინადართ არ უჭირთ ერთმანეთთან საერთო ენის და კომპრომისის გამონახვა. ამასთან ერთად, იგი მფლობელებს შემოქმედებით ხედვას უძლიერებს. რაც ოთახების კრეატიულ დიზაინზე აისახება. მეგობრული გარემო, კომფორტი და სიცილი ყოველთვისაა ამ სახლის თანამგზავრი.

3. კომუნიკაციური ვიბრაციის მქონე სახლია. მასში ხშირია სტუმრიანობა, ახალ-ახალი ნაცნობობები. ამ სახლში მცხოვრები ხალხი ბავშვურად მხიარული, ოპტიმისტი და ენთუზიასტი ინდივიდები არიან. თუმცა, ხშირად არ ზრუნავენ სახლში იდეალურ სისუფთავესა და წესრიგზე. მათთვის ქაოსში ცხოვრებაც თავისებური ხელოვნებაა.

4. ე.წ. “ვორკოჰოლიკების”, ძალზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის გრძნობთ სავსე ადამიანების ოჯახია. მათთვის საკუთარი სახლი ყველაზე საიმედო ციხესიმაგრეს წარმოადგენს და რუდუნებით ზრუნავენ მასზე. ერთადერთ პრობლემად ამ ადამიანებისთვის შესაძლოა იქცეს გადამეტებული სნობიზმი, რის ხარჯზეც ოჯახში ცივი დამოკიდებულება დაისადგურებს.

5. სტუმართმოყვარე, პურმარილიანი ხალხის ოჯახია. ამ ხალხს გამუდმებით გააჩნია მიზეზი მხიარულებისთვის. მათი სახლი სავსეა ბავშვებით და ხმაურით. ისინი აღმერთებენ გემრიელ სადილებს, ფუფუნების ნივთებს და ზოგადად, ხელგაშლილად ცხოვრებას.

6. ეს მშვიდი, ტრადიციული და კომფორტული ოჯახია. აქ იშვიათადაა ხმაური ან აყალმაყალი. მათთვის უცხოა სერიოზული მატერიალური პრობლემები, იმიტომ რომ ისინი საოცრად პრაქტიკულბი და წინდახედულები არიან. ერთადერთი ნაკლი ამ ოჯახში არის ის, რომ ისინი ძნელად იღებენ ნოვაციას, მათ შორის უცხო ადამიანებს.

7. სულიერად და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანების ერთიანობაა. ეს სახლი მფარველობს ერუდიციის მოყვარულ ადამიანებს. თუკი მასში დიდი ოჯახი ცხოვრობს, სასურველია, რომ ყველას ჰქონდეს განმარტოებისთვის ადგილი. მართალია, ამ ოჯახს ხშირად აწუხებს მატერიალური პრობლემები, მაგრამ ისინი ერთობლივად ახერხებენ მის გადალახვას.

8. ფუფუნების, სიმდიდრის სახლია. მისი მფლობელები ძირითადად წარმატებული საქმოსნები, თანამდებობის პირები ან ბიზნესმენები არიან. ისინი ხშირად გამოირჩევიან ექსცენტრულობით. აკლიათ ტაქტი და დიპლომატია. ხშირად ფინანსური კეთილდღეობა ვერ უვსებს მათ სულიერ დანაკლისსა და სიცარიელეს.

9. ამ სახლში მოწყენა შეუძლებელია. მართალია, აქ სულ ქაოსი და უწესრიგობაა, მაგრამ იუმორის გრძნობა, რომელიც მის მფლობელებს გააჩნიათ ყველაფერზე მაღლა დგას. ასეთ სახლებში ხშირად ფუჭდება ელექტროტექნიკა, ითიშება შუქი, ჩამოდის წყალი და ა.შ. თუმცა, მისი მაცხოვრებლები ყველაფერს კრეატიულ გადაწყვეტას უძებნიან.

წყარო: yellowblog.ge
იტვირთბა....