აქტუალური თემა ახალი ამბები

იოსელიანი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

იოსელიანი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

“შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა.

ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები.

ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს” – ნათქვამია ომბუდსმენის გავრცელებულ ინფორმაციაში

იტვირთბა....