ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოროშენკოს თქმით რუსეთი სავჩენკოს გათავისუფლებაზე თანახმაა

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო უკრაინელი მფრინავს ნადია სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.

პატიმრების გაცვლაზე საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის 18 აპრილს შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, უკვე შევთანხმდით გარკვეულ ალგორითმზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნადეჟდას გათავისუფლებას”.- განაცხადა  პოროშენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინელ მფრინავს რუსეთის სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოფიციალური კიევი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ სავჩენკო უკანონო პატიმარი იყო.

 

იტვირთბა....