ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

კარლ ლაგერფილდი 61-წლიან კარიერას ასრულებს

Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი  კარლ ლაგერფილდი მოდის სამყაროს ტოვებს. New York Post-ის ინფორმაციით, ლაგერფილდი ბოლო ჩვენებას კუბაში გამართავს, რის შემდეგაც კარიერის შეწყვეტას აპირებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 82 წლის დიზაინერმა გადაწყვეტილება გადაღლილობის გამო მიიღო.

ლაგერფილდი მოდის სამყაროში 1955 წლიდან მოღვაწეობს. წლების განმავლობაში ის კოლექციებს Fend-ის, Chloe-ს, Chrisia-ს და Chanel-ის მოდის სახლებისთვის ქმნიდა.

61 წლიანი კარიერის დასრულების შესახებ New York Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ არც კარლ ლაგერფილდი და არც შანელის მოდის სახლში აკეთებენ.

იტვირთბა....