თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ვაკის, კრწანისის, საბურთალოს, დიდუბის, სამგორის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ძმები კაკაბაძეების, გურიის და ნინო ჟვანიას ქუჩებს. ხოლო 10:00-დან 17:00-მდე – წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, იეთიმ გურჯის, ავლევის, ვერცხლის, სულთნიშნის, აკოფიანის, ველისციხის, ჩახრუხაძის, ნიშნიანიძის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის და პუშკინის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, გაბაშვილის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 16:00 საათამდე – აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში კი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ბოროდინის, სართიჭალის, ფაღავას, ალიხანიანის, იზაშვილის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.