ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა სამართალი

ეკონომიკის მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. ისინი საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით ქუმსიშვილის ინტერესებზე საუბრობენ.

კომიტეტის წევრების ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG გოლდში მენეჯმენტი შეიცვალა და ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ქუმსიშვილის მოადგილის, ირმა ქავთარაძის, მეუღლე დაინიშნა.

საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები პრემიერ-მინისტრს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ისინი პროკურატურაში განცხადების შეტანასაც გეგმავენ.

 

იტვირთბა....