გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა. აღნიშნული ინფორმაცია გაერო-ში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ უკვე დაადასტურა.
იმნაძის თქმით, გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა.
აღსანიშნავია, რომ ბან კი მუნი საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.