არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მე მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა – დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

„არანაირი საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის ცნობით, ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა საუკეთესო ვარიანტი იქნება.

„თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება ამას. იმედია, ირანი გონივრულად მოიქცევა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

იტვირთბა....