ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემას სტუდენტებიც გაეცნობიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტი“ გააცნო.

მინისტრმა სტუდენტებს სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემასა და მის მოდერნიზაციაზე ესაუბრა. როგორ ხიდაშელმა განაცხადა, კონცეფციის სამუშაო ვერსიას არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სტუდენტებიც გაეცნობიან.

„კონცეფცია იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სტუდენტებიც. საჯარო დისკუსიის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჯერ საკითხის განხილვაში, შემდეგ კი რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებაში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

იტვირთბა....