ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტი ქაბულის ცენტრში

ქაბულის ცენტრში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ავტომობილით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმის სამიზნე ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობა იყო. ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ ღანის განცხადებით, არიან გარდაცვლილები, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

Independet-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში იმ რაიონში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული, მათ შორის აშშ-ის საელჩო.

იტვირთბა....