.
X Factor-ის ერთ-ერთი კონკურსანტი, გიგი ადამაშვილი, პროექტის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. დარბაზში მსხდომი გოგონების უმრავლესობა 17 წლის კონკურსანტმა ერთი დანახვით მოხიბლა, ხოლო მისმა შესრულებულმა სიმღერამ, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, სოფო ნიჟარაძის აღფრთოვანება გამოიწვია. ნიჟარაძემ 17 წლის კონკურსანტს „ მუსიკალური სიყვარული“ უწოდა და პროექტის ფარგლებში გიგის სრულწლოვნად გახდომის იმედი გამოთქვა, რა თქმა უნდა, ხუმრობით.