ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იერუსალიმში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგზავრო ავტობუსში ამოქმედდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების მომენტში ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. დაშავებულთა უმრავლესობა გვერდით მდგომი ავტობუსისა და მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები არიან.

დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

 

იტვირთბა....