ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხანძარი ლილოს დასახლებაში: წინასწარი მონაცემებით, ზარალი ნახევარ მილიონს შეადგენს

ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გამთენიისას წაეკიდა. დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთს ინსულტი განუვითარდა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ დაზარალებულებს. მათი ინფორმაციით, იმ დროისთვის შენობაში არავინ უნდა ყოფილიყო. ორგანიზაციის  ბუღალტრის განცხადებით,  ზარალი ნახევარ მილიონ ლარამდეა.

ადგილზე მობილიზებული იყო12 სახანძრო მანქანა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, იწვოდა შენობის 450 კვადრატული მეტრი. სასაწყობე მეურნეობაში საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა.

იტვირთბა....