თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო MediaMall.ge-ს ცნობით, თვითმხილველებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრეს-სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
72 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.