ახალი მაგისტრალური წყალდენის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, ხვალ, 19 აპრილს დილის 10:00 საათიდან, 20 აპრილის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება თბილისის ზოგიერთ უბანს შეუწყდება.
მიზეზი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მაისურაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაასრულებაა. ახლით შეიცვალა მოძველებული 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენი და დამონტაჟდა ახალი ევროსტანდარტის 800 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. წყალმომარაგება 24 საათით შემდეგ უბნებს შეუწყდებათ:
სამგორის რაიონში:
ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, წმინდა ბარბარეს, 2-ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს.
კრწანისის რაიონში:
ზემო და ქვემო ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს, სადგური ველს.
სოფლებს:
გამარჯვებას, გაჩიანს, ახტაკლიას, კარატაკლიას, ფოლადაანთ კარს, კრწანისს.
წყალი, 20 აპრილის დილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად მიეწოდება ყველა ქუჩას.