სამართალდამცველებმა ყიფშიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ნიუპოსტმა“ გაავრცელა.
„ერთი ბიჭი ჩატენეს და ისე წაიყვანეს. დანარჩენები ცდილობდნენ, მათი მეგობარი სამართალდამცავებისგან ეხსნათ, რადგან არავინ ვიცით რა მიზეზით წაიყვანეს. ახალგაზრდა განმარტებას და ადვოკატს ითხოვდა” – განაცხადა სააგენტოსთან ადგილობრივმა მცხოვრებმა.
„მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირის დაკავების შესახებ დაუდასტურეს. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, დაკავებული საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლისა და 45-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის აიყვანეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულების, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას, ან შენახვა-გასაღებას გულისხმობს.