ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაგა-ბაღის გათავისუფლებული დირექტორი თანამდებობაზე აღადგინეს

ბაგა-ბაღის გათავისუფლებული დირექტორი ქუთაისში თანამდებობაზე აღადგინეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ერთდღიანი გაფიცვის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული გამგის, ნანა კაკურიასა და  ბაგა-ბაღების გაერთიანების  პროცესი.

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-15 ფილიალის ხელმძღვანელის, ნანა კაკურიას სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და იგი დაკავებულ თანამდებობაზე დაუყონებლივ აღადგინა.

სასამართლომ ასევე ბათილად ცნო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის უკანონო ბრძანება გაფიცვის გამო ერთი დღის ხელფასის დაქვითვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიას ნანა კაკურიას ალტერნატიულ სამსახურში დასაქმებას სთავაზობდა, რაზეც კაკურია არ დათანხმდა.

ბაგა–ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ მას შემდეგ რაც სასამართლო გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებენ, იმსჯელებენ მიმართონ სააპელაციო სასამართლოს, თუ დააკმაყოფილონ სასამართლოს გადაწყვეტილება.

newpress.ge

იტვირთბა....