ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შემოულაწუნე ნოდარს“ – აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

 

„შემოულაწუნე ნოდარს“ – ამ სახელწოდების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან  ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ გამართა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვნა იყო ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სამინისტროსგან,  თუ ვის და რა რაოდენობის ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 2015 წელს.

როგორც „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა, ლადო სადღობელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომლის მიხედვითაც, ნოდარ ხადური შეკრულია ”ნაცმოძრაობის” ”კარის ბიზნესმენებთან” და ე.წ „ატკატით “ ცდილობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„თავისუფალმა თაობამ“ სამინისტროში ოფიციალური წერილიც დაარეგისტრირა, რომელშიც ორგანიზაციის წევრების განცხადებით, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოითხოვენ მეტი გამჭვირვალობას, იმ იურიდიულ პირთა ვინაობის გასაჯაროებას, ვისაც 2013-2015 წლებში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. ორგანიზაციას სურს განემარტოთ მიზეზი, თუ რა პრინციპით იქნა შერჩეული და რა ვალდებულებები აიღეს საგადასახადო დავალიანებებისაგან გათავისუფლებულმა კომპანიებმა.

 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ წლებში ჩამოწერილმა საგადასახადო დავალიანებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.

იტვირთბა....