ახალი ამბები მთავარი

ენგურის ხიდი დროებით იკეტება

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მდებარე ენგურის ხიდი, რომლითაც მოქალაქეები აფხაზეთში გადადიოდნენ, დროებით იკეტება.

ჩიკვაიძის ცნობით, მიზეზი რემონტია, რომლის დაწყებაც გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ხანებში იგეგმება.

„ვიდრე ხიდი არ გაიხსნება, მოქალაქეები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანისა და საბერიოს დამაკავშირებელი ე.წ. საზღვრით ისარგებლებენ“.- აღნიშნა ჩიკვაიძემ.

იტვირთბა....