აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

რა საკითხზე იქნება მსჯელობა სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე – ზელენსკის კომენტარი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ტერიტორიების საკითხი განიხილება.

ზელენსკის თქმით, დღეს და ხვალ ამერიკის ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დონბასზე იმსჯელებენ.

„დონბასის საკითხი – საკვანძოა. მას განიხილავენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, დღეს დილით მან უკვე გამართა მოლაპარაკებები უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან, რომელიც მოლაპარაკებებზე უკრაინულ დელეგაციას უხელმძღვანელებს. უმეროვი მას აბუ-დაბიდან ინფორმაციას ოპერატიულად მიაწვდის.

თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია. მოსკოვი ითხოვს, რომ უკრაინამ დონბასიდან ჯარი გაიყვანოს.

იტვირთბა....