ისრაელმა თეირანის მიმართულებით ახალი დარტყმები განახორციელა.
ამის შესახებ „ბიბისი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ახლახან დავიწყეთ ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა თეირანში ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მედიის ცნობით, თეირანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა.

