აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი გაანეიტრალეს

საუდის არაბეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დრონი გაანეიტრალეს.

ამის შესახებ „ბიბისი“ საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

ქვეყნის უწყების ინფორმაციით, საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი, სულ მცირე, 28 დრონი გაანადგურეს, მათ შორის ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დრონებია მოგერიებული ალ-ხარჯსა და აღმოსავლეთ პროვინციაში.

ამასთან, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი განადგურებული დრონის სამიზნეს ერ-რიადის დიპლომატიური კვარტალი წარმოადგენდა, სადაც უცხო ქვეყნების საელჩოებია განთავსებული. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს „მტრული დრონი დიპლომატიურ კვარტალთან მიახლოების მცდელობისას ჩამოაგდეს.“

იტვირთბა....