მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების სიიდან რამდენიმე კანდიდატმა სასამართლო სხდომა დატოვა. დაცვისა და ბრალდების მხარემ ერთხმად გაფაწყვიტეს მათი მსაჯულობის კანდიდატიდან მოხსნა.
კანდიდატებმა სასამართლოს წარუდგინეს მიზეზები, რომელთა შორის დასახელდა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქვეყნის უახლოეს მომავალში დატოვება, რის გამოც სასამართლომ ისინი კანდიდატობიდან გაათავისუფლა.
ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ ამ ფაქტზე განაცხადა, რომ ვისაც არ სურს იყოს ამ საქმის ნაფიცი მსაჯული, შეუძლია დატოვოს სხდომა, თუმცა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს ამ ყველაფერში მონაწილეობა.
თბილისის საოლქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების არჩევა მიმდინარეობს. დღეს 100 კანდიდატიდან 12 უნდა შეირჩეს.