ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევის მიხედვით, დედებს, რომლებიც მუშაობენ, უფრო წარმატებული ქალიშვილები და უფრო მზრუნველი ვაჟები ჰყავთ.
დანაშაული, რომელსაც ბევრი დასაქმებული დედა აღიარებს, შეიძლება რეალური იყოს, მაგრამ ის უფრო ნაკლებად საფუძვლიანი ხდება. სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 19 ივნისს გამოქვეყნდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ, ქალიშვილები, რომელთა დედებიც მუშობენ, სავარაუდოდ, უფრო ხშირად არიან დასაქმებული, აქვთ მაღალი პოზიციები და უფრო მეტ ანაზღაურებას ღებულობენ, ვიდრე იმ ქალების ქალიშვილები, რომლებიც არ მუშაობენ და სახლში არიან.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს სარწმუნო შედეგი მომუშავე დედების ვაჟებზეც, რომლებიც, სავარაუდოდ, უფრო მეტ დროს ოჯახის წევრებზე ზრუნვაში ატარებენ და საყოფაცხოვრებო საქმეებით არიან დაკავებულნი, ვიდრე იმ დედების ვაჟები, რომლებიც სახლში სხედან.
ორი ათეული ქვეყნის მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დასაქმებული დედების ქალიშვილები 4.5%-ით უფრო მეტად არიან დასაქმებული თავად, ვიდრე იმ დედების ქალიშვილები, რომლებიც სახლში სხედან. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი პატარა ჩანს, ეს არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 99% დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 1%-ზე ნაკლები შანსი არსებობს, რომ ასეთი შედეგი შემთხვევითია.
როგორც ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი ქეთლინ მაკგინი ამბობს, კიდევ უფრო გასაკვირი ის შედეგია, რომ დასაქმებული დედების ქალიშვილებს აქვთ უფრო მეტი შანსი იყვნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
“ჩვენ ველოდით რომ ეს ზემოქმედებას მოახდენდა სამსახურზე, მაგრამ არ ველოდით, რომ ის ხელმძღვანელ თანამდებობეზეც იმოქმედებდა,” განუცხადა მან Quartz-ს.
გენდერული დამოკიდებულებების შემოწმების შემდეგაც კი – გენდერულ როლებზე რწმენასთან დაკავშირებით – მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 33% დასაქმებული დედების ქალიშვილებისა უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან 25% თანაფარდობით მათთან შედარებით, ვისი დედებიც არ მუშაობენ. “რასაც გამოვრიცხავ არის ის, რომ დასაქმებული დედები ქმნიან გარემოს, რომელშიც გათვალისწინებულია მათი შვილების დამოკიდებულება, თუ რა არის შესაბამისი გოგონებისთვის და რა არის შესაბამისი ბიჭებისთვის,” ამბობს მაქგინი.
კვლევა ეფუძნება ეროვნულ მონაცემებს, ისევე როგორც ცალკეული დონის კვლევის მონაცემებს, რომლებიც შეგროვებულია 24 ქვეყანაში საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევის პროგრამის მიერ 2002 და 2012 წლებში. კერძოდ, მეცნიერებმა გამოიკვლიეს შედეგები კითხვარიდან, რომელიც რესპონდენტებს უსვამდა შეკითხვას, მათი ბავშვობის პერიოდში მათი დედები მუშაობდნენ თუ არა, ერთი წელი, თუ მეტი, სრულ განაკვეთზე თუ ნახევარ განაკვეთზე.
მაქგინის თქმით, დასაქმებული დედების გავლენა იყო ყველაზე ნათელი იმ ქვეყნებში, რომლებიც კვლევის მიერ კლასიფიცირდა, როგორც “ზომიერი სტაგნაციის მქონე ” კატეგორიად და რომელიც მოიცავს აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს. ეს არის ქვეყნები, სადაც რესპონდენტებს უმეტესად ჰქონდათ ზომიერი დამოკიდებულება გენდერულ საკითხებზე და გათანაბრებული 2002 წელს და სადაც დამოკიდებულება დაახლოებით იგივე დარჩა 10 წლის შემდეგ. მაქგინი აცხადებს, რომ გენდერული დამოკიდებულების კვლევისას, მომუშავე დედების ქალიშვილების შემოსავალი აშშ-ში იყო $ 5,200-ით უფრო მაღალი, ვიდრე მათი, რომელთა დედებიც სახლში იყვენ.
მისი გზავნილი დასაქმებული დედებისადმი ის არის, რომ დასაქმებულად ყოფნას აქვს ხანგრძლივი, დადებითი ეფექტი შვილებზე. “როდესაც სასახურში დადიხართ და მუშაობთ, თქვენ ეხმარებით თქვენს შვილებს იმის გაგებაში, რომ მათთვის უამრავი შესაძლებლობები არსებობს“, ამბობს მაქგინი.
QUARTZ.COM
გაბრიელ ფიშერი