ახალი ამბები მთავარი სამართალი

აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ქალი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 51 წლის ქალბატონი.

მას პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 67 აბი აღმოაჩნდა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....