ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას” – სარჯველაძე

სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას – ამის მიხეილ სარჯველაძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა.

“შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის. დღეს გაიმართა კომისიის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველოდება, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება, შევქმნათ პოტენციალი, რათა ფასებმა დაიწყოს კლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....